BEFORE:
  • სასმელს ცხიმიანი კერძი მიაყოლე. ცხიმი ორგანიზმში ალკოჰოლის შეწოვას უშლის ხელს, მაგრამ ზედმეტი არ მოგივიდეს, თორემ ხასიათს უკვე ჭარბი კალორიები გაგიფუჭებს.
  • არასოდეს დალიო მშიერ კუჭზე
  • ერთდროულად სხვადასხვა სასმელს ნუ დალევ. დღის განმავლობასი მხოლოდ ერთი სახეობის სასმელი მიირთვი
  • შეგიძლია ალკოჰოლური სასმელი ხილის წვენით ან კომპოტით შეაზავო, მაგრამ არა- გაზიანი სასმელით
  • თუ დაბალ არტერიულ წნევას უჩივი, სასმელის დალევამდე ყავა მიირთვი
AFTER:
  • მიიღე მეტი სითხე. მინერალური წყალი, ჩაი, ხილის წვენი. განსაკუთრებით კარგია ტკბილი სითხეები, მაგალითად კომპოტი, რომელიც ორგანიზმს მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის აღდგენაში დაგეხმარება.
  • შუშხუნა ასპირინი წყალში გახსენი და ერთბაშად დალიე
  • მომდევნო დღეებში მსუბუქად იკვებე. შემწვარ-მოხრაკული, ძეხვეული და შებოლილი პროდუქტები რამოდენიმე დღით დაივიწყე.
  • დილის ყავაზე უარი თქვი.
  • მიიღე კონტრასტული შხაპი.




უამრავი ქართული უპირატესობას შორის ერთერთი ის არის რომ მამაკაცების უმრავლესობისგან განსხვავებით, ქართული სუფრის მკაცრი წესებისგან თავის დაძვრენა ჩვენთვის ბევრად იოლია. მაშინ ვსვამთ, როცა გვინდა, როცა სასმელი მოგვწონს და გვსიამოვნებს. თუმცა არსებობს მშვენიერი სქესის ისეთი წარმომადგენლებიც, რომლებიც მამაკაცებს ტოლს არ უდებენ და მეტიც - სჯობნიან კიდეც სმაში ( თუმცა, მოდით ამჯერად ასეთ მარგინალებს მოვერიდოთ) ის, რომ ქალები უფრო მალე თვრებიან, ვიდრე მამაკაცები, ფიზიოლოგიური მიზეზებით არის განპირობებული.

1) ქალები საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან შედარებით, ჩვეულებრივ ნაკლებს იწონიან. შესაბამისა თუ ზუსტად იმდენს დალევს, რამდენსაც მისი კავალერი, მიღებული ალკოჰოლის რაოდენობა პროპორციულად უფრო მეტი იქნება მისთვის, ვიდრე მამაკაცისათვის.

2) ადამიანის ორგანიზმში არსებობს ფერმენტი, რომელიც ალკოჰოლის დაშლას უწყობს ხელს. სრულიად უსამართლოდ, მაამკაცებს იგი ოთხჯერ უფრო სწრაფად უმუშავებთ, ვიდრე ქალებს. თუმცა მთავარი ის კი არ არის, რამდენს სვამ, არამედ რას სვამ და როგორ გრძნობ თავს. ამას კი ანტიალკოჰოლური ფერმენტების გარეშეც მშვენივრად მოევლება! სხვათა შორის, ამერიკელი მეცნიერების გამოკვლევამ დაადგინა, რომ ქალებზე ალკოჰოლი გაცილებით უკეთ მოქმედებს, ვიდრე მამაკაცებზე. მაშინ, ეოცა ისინი აღზნებულები და აგრესიულები ხდებიან, ქალები პირიქით - მშვიდდებიან და განიტვირთებიან. რაც მთავარია, ყურადღება და ადეკვატური რეაქციები ქალებს სამჯერ უკეთ უნარჩუნდებათ, ვიდრე მამაკაცებს.

ალკოჰოლური სასმელების მავნებლობაზე ბევრი საუბრობენ, მოჰყავთ საშინელი ფაქტები და სტატისტიკა. თუმცა ყველაზე აქტიური ანტიალკოჰოლისტებიც კი აღიარებენ, რომ ზომიერების დაცვის შემთხვევაში, სასმელი საზიანო კი არა, სასარგებლოც შეიძლება აღმოჩდეს. არსებობა ალკოჰოლის მიღების ორი - ფრანგული და ანგლოსაქსური ხერხი. პირველ შემთხვევაში ეს არის ყოველდღიურად მშრალი ღვინის ზომიერი დოზა სადიზე; მეორე - უზომო სმა კვირის ბოლოს. ბოლო ვარიანტს ზიანის მეტი არაფერი მოაქვს. სასმელის ერთბაშად შეწყვეტა მავნებელია ორგანიზმისათვის. ასე რომ სჯობს შედარებით ცოტა და ხშირად მიირთვათ.

ასუქებს თუ არა ალკოჰოლი ?

ერთის მხრივ, სასმელი, განსაკუთრებით ტკბილი, საკმაოდ კალორიულია, თან მადასაც აძლიერებს. მეორეს მხრივ დადგენილია, რომ სასმელი ცხიმების "წვას" უწყობს ხელს, და რამდენიც არ უნდა ჭამო, თუ ღვინოს დააყოლებ, ზედმეტი კალორია შენც თეძოზე აღარ დაიდებს ბინას.

კალორიების მრიცხველი: ( 100გრ სასმელში)

ლუდი - 26

მშრალი ღვინო - 50

ჯინი ტონიკით - 95

დასპირტული ღვინოები - 100

ბრენდი - 175

კონიაკი - 180

არაყი - 200

რომი, ვისკი, ტეკილა - 237

ლიქიორი - 336

მნიშვნელოვანია ისიც, თუ რა საკმებთან ერთად მიიღებ ამა თუ იმ სასმელს. ეს არამარტო ბახუსის ხარისხზე აისახება, შენს აღზრდა-გამოცდილებაზეც მეტყველებს. ქართულ სუფრაზე ღვინოს ყველაფერთან მიდის, ევროპული ტიპის წვეულებაზე კი თეთრ ღვინოს ზღვის პროდუქტებთან მიირთვამენ. წითელს კი ხორცისაგან დამზადებულ კერძებს მიაყოლებენ. არაყი, ტეკილა, ვისკი და კონიაკი ნოყიერ სადილთან ერთად არ არის რეკომენდებული, სასურველია ეგეთი სასმელი, ყველთან, ზეთისხილთან ლიმონთან "გამიქსოთ". კოქტეილებს კი ჩვეულებრივარაფერს აყოლებენ.

ფსიქოლოგები ამტკიცებენ,რომ ქალზე შეიძლება იმის მიხედვით იმსჯელო, თუ რომელ სასმელს ანიჭებს უპირატესობას.

შამპანური - კენკლუცი, ცოტა ინფანტილური, ხშირად სერიალების მოყვარულ ქალებს უყვართ. ტკბილეულებისა და კალორიული დესერტების თაყვანისმცემლრბი მომენტარულად თვრებიან.

წითელი ღვინო - ვნებიანი, ემოციური აზარტული ქალების საყვარელი სასმელია. მათი თავშეკავებულობის მიღმა სექსუალური სურვილების ცეცხლი და ეოტიული ფანტაზიები იმალება.

თეთრი ღვინო - თავშეკავებული, ფრთხილი და შედარეით ცივ ქალებს უყვარს. მათ ძალიან კარგად იციან საკუთარი თავის ფასი, იშვიათად სჩადიან სისულელეებს და ოსტატურად ახერხებენ სიტუაციის კონტროლს.

კონიაკი - სითბოს და ყურადღების მოყვარული ქალების თანამგზავრია. მგრძნობიარები და რომანტიკულები სიამოვნებით მიირთმევენ სასმელთან ერთად რაიმე ტკბილს, თვალები უბრწყინავთ, ლოყები უხურთ და ფიქრები ვნებიანი ღამისკენ გაურბით.

არაყი - ხშირად ძლიერი, მარტოხელა და მიზანდასახული ქალების სასმელია. პრაქტიკულად არ თვრებიან, ძალიან კარგად იციან რა უნდათ და ყოველგვარი შესავლის გარეშე, პირდაპირ ამბობენ სათქმელს.

ლიქიორი - ნაკლებად მსმელი ქალების არჩევანია. მსუბუქი სასმელით გათამამებულები ხალისით სვამენ, მალე თვრებიან და ვერ ხვდებიან, რომ გაჩერდნენ. მეორე დილით კი თავდებს იწყევლიან და იფიცებიან, რომ არსად, არასდროს და არავისთან ....

ლუდი - ნაკლებად პრეტენზიულ ქალებს უყვართ. თუ ამ სასმელს ისინი პაემანზე ირჩევენ, მამაკაცს ნაკლები შანსი აქვს, რომ მათი გული მოიგონ. ხშირად ეგ ჟესტი მეგობრებად დარჩენის სურვილს გულისხმობს.

ვისკი - საკუთარ თავში დარწმუნებული და კომპლექსებისგან აბსოლუტურად თავისუფალი ქალების თანამგზავრია. მიუხედავად იმისა, რომ ვისკი მაგარი სასმელია, ნელა თვრებიან, მაგრამ სამაგიეროდ ისეთებს სჩადიან, რომ მეორე დღეს გახსენება არ ეხალისებათ.

წვენი და მინერალური სასმელი - მოწესრიგებული, ანგარისიანი და ჯიუტი ქალების სასმელია, ბახუსი და "მსგავსი სისულელეები" მათ უკვე დიდი ხანია აღარ აინტერესებთ, ვერ იტანენ როცა ალკოჰოლზე მათ შეხედულებებს არიზიარებენ, ძემოდან უყურებენ მამაკაცებს და მუდმივად მათ გაკონტროლებას ცრდილობენ.